მოგესალმები ძვირფასო სტუმარო

ბაკურიანი არის სამთო-სათხილამურო კურორტი, რომელიც შედის ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ბაკურიანი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1700 მეტრზე. ჰავა ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია. ზამთარი - ცივი, თოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი. საშუალო წლიური ტემპერატურა 4,3 °C, იანვრისა 7,2 °C, აგვისტოში 15 °C. ნალექები 734 მმ წელიწადში. თოვლის საფარი (64 სმ სისქის) დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე.
ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვოვანი ტყით. ბაკურიანი ერთერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული კურორტია საქართველოში.

Sapphire Hotel & Spa Bakuriani მდებარეობს ბაკურიანის ცენტრში პრესტიჟულ ადგილას. ადგილმდებარეობა გაძლევს შესაძლებლობას ისრიალო სამ უმთავრეს სათხილამურო ტრასაზე: დიდველი, კოხტაგორა და მიტარბი. სასტუმრო ასევე ახლოსაა ბორჯომის პარკთან. სასტუმროს ჰყავს პროფესიონალი მომსახურე პერსონალი, რომლებიც ყოველთვის ყურადღებას გაქცევენ და მზად არიან დასახმარებლად.

Sapphire Hotel & Spa Bakuriani აქვს 27 სასტუმროს ნომერი, მათ შორის: Deluxe twin room 2 სტუმრისთვის, Deluxe king room 2+1 სტუმრისთვის, Superior suite 2+1 სტუმრისთვის და Family suite 4+1 სტუმრისთვის. ყველა ოთახი გამოირჩევა კომფორტულობითა და ოთახის გემოვნებიანი დიზაინით.
ნომრის ფასში შედის უგემრიელესი ორჯერადი შვედური მაგიდა (საუზმე, სადილი და ვახშამი)

Sapphire Hotel & Spa Bakuriani ასევე გთავაზობს სპა მომსახურებას (თუქრულ და ფინურ საუნას), ბავშვთა გასართობ ოთახს, სათხილამურო აღჭურვილობის შესანახ სივრცეს, საკონფერენციო და კინო დარბაზს.

ყველა ეს სერვისი შედის ნომრის ღირებულებაში.

© 2018 HOTEL SAPPHIRE IN BAKURIANI. ყველა უფლება დაცულია.

24 Jun 1913 November 2018
24 Jun 1921 November 2018
2
0